ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ვერდიქტის გამოცხადების მომენტში ჯონი დეპი ინგლისურ ბარში იმყოფებოდა

Befunky

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის მიმდინარე სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა. ვერდიქტის გამოცხადების მომენტში სასამართლოს დარბაზში მხოლდო ამბერ ჰერდი იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა თავად დეპი ამ დროს დიდ ბრიტანეთში, ნიუკასტლის ერთ-ერთ ტავერნაში იყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელ Twitter-ში რამდენიმე ბარის მომხმარებელი ავრცელებს.

"ამ წუთას, ნიუკასტლის ბარში Bridge Tavern ჯონი დეპი შემხვდა... არარეალური შეგრძნებაა". – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გარი სპედინგი.

"ჯონი დეპი ტოვებს ბარს Bridge Tavern ნიუკასტლში". – წერს სოციალური ქსელი გვერდი ITV News Tyne Tees.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივარის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს. ადვოკატების გუნდი ჰერდს თაღლითობაში ადანაშაულებდა, მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. თავის მხრივ კომპენსაციის სახით დეპის მხარე ჰერდს 2 მილიონ დოლარს გადაუხდის.

21-ე საუკუნის ყველაზე გახმაურებულ ვარსკვლავურ დავად წოდებული საქმის მნიშვნელოვან დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები