ევროკავშირი

დანია, დიდი ალბათობით, ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეურთდება

REUTERS

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის DR-ის მიხედვით, დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას, სავარაუდოდ, პირველი ივნისის რეფერენდუმის შემდგომ შეუერთდება. 

დანია ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელიც ბლოკის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი არ არის.

DR-ის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 66.6% ევროკავშირის ე.წ. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის (CSDP) წევრობას ემხრობა, ხოლო გამოკითხულთა თითქმის 34% წინააღმდეგი, თუმცა, DR-ის მიხედვით, შედეგი არ შეიცვლება.

”ეს ევროპისადმი სრულიად ახალი მიდგომაა, როდესაც ჩვენ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, მთელ მსოფლიოს სიგნალს ვაძლევთ”. - თქვა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრმა, მარტინ ლიდეგორმა.

CSDP-ში დანიამ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა სომალის, მალისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ითანამშრომლოს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

"შეერთებულმა შტატებმა ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ევროპა უფრო მეტად უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია, რომ ამ თანამშრომლობის ნაწილი ვიყოთ, ვიდრე მუდამ აშშ-ს იმედი გვქონდეს". - თქვა კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერმა, სორენ პაპმა.

კომენტარები