რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კოლონა: საფრანგეთი მხარს უჭერს, უკრაინამ EU-ს კანდიდატის სტატუსი მიიღოს

MINISTERE DES AFFAIRES ETRANGERES /TWITTER

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატერინა კოლონის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, რომ უკრაინამ პროცედურების სწრაფად გავლით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ის, ამასთანავე, გეგმავს, ესაუბროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა "ევროპული პოლიტიკური სივრცე" შეიქმნას. 

"გვსურს, შემოგთავაზოთ თანამშრომლობის გარანტიების გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფარგლებში "ევროპული სივრცის" შექმნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ქვეინსტიტუცია ან ალტერნატივა, არამედ მხოლოდ დამატებითი მექანიზმია - სოლიდარობისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. განვაგრძობთ იდეის განხილვას პრეზიდენტ ზელენსკისთან". - აღნიშნა კოლონმა.

9 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ, მისი აზრით, უკრაინის ინტეგრაციისთვის ახალი ევროპული ალიანსის შექმნაა საჭირო. მაკრონის თქმით, მისი შემოთავაზებული ახალი ევროპული გაერთიანება ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გააღრმავოს ურთიერთობა არაწევრ სახელმწიფოებთან. მისი განმარტებით, ამ გაერთიანების ნაწილი შეიძლება იყოს უკრაინა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოც კი. 

კომენტარები