საქართველო-ევროკავშირი

ჰარცელი: საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის

საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში იზრდება შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ – ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ასევე COVID პანდემია. ბოლო თვეების განმავლობაში ასევე ისმის კითხვები, საით მიემართება საქართველო.

არაფერ საიდუმლოს არ ვიტყვი, რამდენადაც თქვენ ყველამ ნახეთ ევროკავშირის საჯარო რეაქციები ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული რამდენიმე მოვლენის შესახებ. კითხვები ტენდენციების შესახებ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მასთან თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობების უფლებებზე, ჟურნალისტების დაცვაზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობაა და კანონის უზენაესობაზე. ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სერვისის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კომენტარები