რატომ არ ჩადის [უკრაინაში] მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს. ესაა ის, რომ ელჩი ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ, საერთოდ გაათავისუფლეს, თუმცა როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით აქტი ჯერ არ არის გამოცემული. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დღემდე დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.
tbl.ge/60tf
დაკოპირდა

ასე პასუხობს TV იმედთან ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვას, რატომ არ ჩადის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




