მცხეთაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.
IPN-ს ცნობით, მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.