NATO

15-16 ივნისს საქართველო უკრაინასთან ერთად NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება

15-16 ივნისს საქართველო უკრაინასთან ერთად ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც.

15 ივნისს NATO-ს შტაბ-ბინა ცალკე შეხვედრა გაიმართება უკრაინის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის ორივე დღეს იენს სტოლტენბერგი მედიისთვის ბრიფინგებს გამართავს.

კომენტარები