რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: პუტინისადმი დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა, წარმატების შანსი არ აქვს

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ დათმობების სტრატეგია 2014 წლიდან ჩავარდა და წარმატების შანსი არ აქვს. ამის შესახებ კულებამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე ისაუბრა. 

"ყველას, ვისაც სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია დათმობაზე წავიდეს პუტინის დასამშვიდებლად, ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ეს სტრატეგია გამოიყენეს მსოფლიოს წამყვანმა ძალებმა 2014 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე. დანებდით აქ, წადით დათმობებზე აქ, ეს დაგეხმარებათ ომის თავიდან აცილებაში - ეს ჩაიშალა. ამ სტრატეგიის მოჰყვა რაკეტების დარტყმას კიევში და სისხლისღვრა დონბასში".- ამბობს კულება. 

მისი თქმით, თუ პოლიტიკოსებს ნამდვილად სურთ ომის შეჩერება, მათ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას და დაეხმარონ გამარჯვებაში.

"მე მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჭირთ აღიარონ, რომ შეცდნენ და წარუმატებელნი აღმოჩნდნენ, მაგრამ ჩემი გზავნილი ასეთია: ერთხელ ჩავარდა, ისევ ჩავარდება და ომს არ შეაჩერებს". - დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ამ ტიპის სტრატეგიის ადგილი არ არის. 

"ვერ წარმომიდგენია სამი მოკავშირე - საბჭოთა კავშირი, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი - რომლებიც შეხვდნენ 1942-1943 წლებში და თქვეს: "აჰა, ფრონტზე ისეთი რთული ვითარებაა, ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ჰიტლერს და შევთავაზოთ შეთანხმება. შესაძლოა, რაღაც დათმობებზე წასვლა გვჭირდება მის შესაჩერებლად". - ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ".- თქვა კულებამ. 

კომენტარები