ნიკა გვარამიას საქმე

ჩვენი დახმარება აპოლიტიკური და არაპარტიულია – აშშ-ს საელჩო კობახიძეს პასუხობს

აშშ-ს საელჩო საქართველოში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.  

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან". - ვკითხულობთ განცახდებაში. 

ლაშა ჩხიკვაძე მთავარი არხის გენერელური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა. საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მისივე სიტყვებით, აშშ-ს საელჩოს დუმილი ქართული ოცნების პოზიციაზე თანხმობის ნიშანია. 

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

კომენტარები