საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა ნათია თურნავას კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.

კომენტარები