დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 16-22 მაისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი და დადასტურდა 586 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%. ქვეყანაში სულ 627 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 657 154 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 639 674 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 827.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.