რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 22 მაისის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სახმედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, 19 მაისს ოკუპანტებმა რუბიჟნეს დაკავება შეძლეს. რუსეთის სამხედრო ძალები მდინარე ხარკოვის ჩრდილოეთითა და პოპასნას ირგვლივ პოზიციების გამყარებას ცდილობდნენ.

რუსეთის სამხედრო ძალები ადამიანური დანაკარგის გამო, რუსეთის სამხედრო სარდლობამ  ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) გააერთიანა. უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერაციების უფროსმა მოადგილემ, ოლექსიი გრომოვმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები წყნარ ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტების დანაყოფებს 40-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის და 200-მდე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციებს აერთიანებენ.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებისა და მარიუპოლის საკურორტო ქალაქად გადაქცევის გეგმა შეიმუშავა, რაც რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ჩამოაშორებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ომამდე აზოვსტალი მისი უნიკალური მნიშვნელობის გამო, მარიუპოლის ეკონომიკის მთავარი ელემენტი იყო. ქარხანაში 10000-მდე სამუშაო ადგილი, მილიარდობით დოლარის სავალუტო შემოსავალი, 7000 ტონა ფოლადი, 6 მილიონი ტონა რკინა და 4,5 მილიონი ტონა ნაგლინი ლითონი იყო. პუშილინმა თქვა, რომ DNR მარიუპოლის ხელახლა აშენებას გეგმავს, რათა ის "საკურორტო ქალაქი“ გახდეს. მისი მტკიცებით, მარიუპოლის 60% განადგურდა იქამდე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 სამხედრო პირის გამოყვანა შეძლეს. მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები