რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უმაღლესმა რადამ Z და V სიმბოლოების აკრძალვას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის პარლამენტმა "Z" და "V" სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების მიხედვით, ამ სიმბოლოების საგანმანათლებლო ან ისტორიული მიზნებისთვის გამოყენება კვლავ შესაძლებელი იქნება. გადაწყვეტილებას მხარი უმაღლესი რადას 313-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ზელენსკიმ კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას ვეტო დაადო და შესწორების შეტანა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ამ ორი სიმბოლოს მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვა ამგვარ შემთხვევებში გამოყენება დასაშვები იქნება.

აქამდე, აღნიშნული სიმბოლოების გამოყენება ლიტვამ, ლატვიამ და მოლდოვამაც აკრძალეს, იქამდე კი შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანიამ Zurich Insurance სოციალური ქსელებიდან თავისი ლოგო "Z" ამოიღო.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები