რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ევროპის ენერგოპოლიტიკაზე: ეს ეკონომიკური თვითმკვლელობა მათი საქმეა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ეკონომიკური სუიციდი უწოდა

"ცხადია, რომ მსოფლიოს სხვა რეგიონებში რუსულ ენერგორესურსებთან ერთად ევროპიდან გაქრება ეკონომიკური აქტიურობის ამაღლების შესაძლებლობა. ასეთი ეკონომიკური ავტოდაფე, თვითმკვლელობა, ეს, რა თქმა ინდა, ევროპული ქვეყნების შიდა საქმეა". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

ასევე, პუტინის აზრით, რუსულ რესურსებზე უარის თქმა ევროპის მრეწველობის კონკურენტუნარიანიობას "შერყევას" გამოიწვევს.

"რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ევროპა სისტემატიურად, შორ პერსპექტივაში გახდება რეგიონად, სადაც ენერგორესურსები მსოფლიოში ყველაზე ძვირია. დიახ, რა თქმა უნდა, ფასები აქ გაიზრდება და აქაც ეს რესურსები მიმართული იქნება ამ ფასებისკენ, მაგრამ სიტუაციის ძირეულად შეცვლა არ გამოვა. ამან  ყველაზე სერიოზული სახით, ზოგი ექსპერტის აზრით კი შეუქცევადად, შესაძლოა, შშეარყიოს ევროპული მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონკურენტუნარიანობა, რომელიც უკვე უფრო და უფრო აგებს კონკურენციაში მსოფლიოს სხვა რეგიონებთან". – დაამატა პუტინმა.

მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო.

კომენტარები