ნიკა გვარამიას საქმე

ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელში, მე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ვერ ვხედავ

ის რაც დღეს მოხდა, არის ძალიან ნათელი გზავნილი, ჩემი აზრით, თითოეული ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთოს და დასავლეთისთვისაც, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. როცა რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. კითხვარს ავსებ და მერე, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დემონსტრაციულად იჭერ და სჯი თავისუფალი მედიასაშუალების ხელმძღვანელს - ცხადია, თუ რა არჩევანია ხელისუფლების მხრიდან. 

გამახსენდა ჯერ კიდევ 1995 წელს დაწყებული მაშინდელი პარლამენტის მიერ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. ეს გაგრძელდა კარგახანს. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, შევქმენით ევროპული ინტეგრაციის კომიტეტი და შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ გაცილებით უფრო ახლოს ვიყავით ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციასთან, ვიდრე დღეს. დღეს ჩვენ ძალიან დავშორდით ამ ყველაფერს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შეიძლება ძალიან პესიმისტური გამოჩნდეს ჩემი ეს განცხადება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელში, მე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. გამორიცხულია უბრალოდ. გადაგვახიეს თავზე EU-ს კითხვარი, რომელიც შევავსეთ ისევე, როგორც გადაგვახიეს თავზე შარლ მიშელის დოკუმენტი. 

თქვა ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები