ნიკა გვარამიას საქმე

ქადაგიშვილი გვარამიაზე: კანონს თუ არ დავიცავთ, აღმოჩნდება, რომ სელებრითობა დასჯადი არ არის

სამართალსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, სელებრითობა არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის საქმიანობა დასჯადია? ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები