ნიკა გვარამიას საქმე

ხვიჩია: სააკაშვილი-გვარამიას გათავისუფლების უმოკლესი გზა ნაციონალური მოძრაობის დაშლაა

რაც შეეხება გვარამიას დაკავების მიზეზს, მგონი, არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ამ ბრძოლაში გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ეს ბრძოლა არ დასრულდება. ამით მთელი ქვეყნის ინტერესები ზიანდება, მოსახლეობის ინტერესები ზიანდება.

ზოგადად ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით მაინც არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა.

თქვა გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯაზე.

კომენტარები