რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება

ნედ პრაისი
AP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, NATO-ს "ღია კარი" ღია კარს ნიშნავს და ეს პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ პრაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა აშშ უარს NATO-ს გაფართოებაზე, ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, როგორებიც უკრაინა, საქართველო და ფინეთი არიან? პრაისმა ხაზგასხმით უპასუხა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ისე დაიწყო, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხი კი არ გასცა.

"ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სანამ პუტინი ომის დაწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე დადო. გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იყო კონკრეტული დისკუსიები – რომლებიც, მიგვაჩნდა, რომ ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას და ამავდროულად, გადაჭრიდა მოსკოვის ზოგიერთ პრობლემასაც. რა თქმა უნდა, რუსეთმა ამაზე უარი თქვა. მათ ომი 24 თებერვალს დაიწყეს, ისე, რომ ჩვენს შეთავაზებებზე პასუხიც არ გაუციათ.

რაც შეეხება NATO-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ NATO-ს "ღია კარი" ღია კარს ნიშნავს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება". - თქვა პრაისმა.

კომენტარები