მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი ენმ-ზე: თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, ვიღაც გენდობოდეს

თავდებში დადგომა იმისათვის, რომ ადამიანი გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაც უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთია, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს - პარტიაში ამბობენ, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში მზად არიან, სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. 

კომენტარები