ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, გვიკავშირდება და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ყველა მონაცემს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში. მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მაგალითად - ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ რთულადაა ვითარება. რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დენისოვა: ვვარაუდობდით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია
tbl.ge/5zwn
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ფორმულასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- Reuters: რუსეთის უდიდესმა ნავთოგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა, კიევის იერიშის გამო, შეწყვიტა
- მადიარ ბროვდი: რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი ერთ ღამეში დავაზიანეთ
- მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
- ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
- ტრამპი: პუტინი ზეწოლას გრძნობს, ომის დამთავრება უნდა, უკრაინასაც სურს დასრულება




