დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია: პუტინმა წითელ მოედანზე რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო

დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე, თავპირი ჩამოსტიროდა მასაც და ყველას, მიუხედავად მცდელობისა, არ შემჩნეოდათ.

დიდება და გამარჯვება უკრაინას სამამულო თავდაცვით ომში, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს ცივილიზაციის გადარჩენას, გაძლიერებას და მშვიდობას ემსახურება! ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, რითაც საქართველოც გაიმარჯვებს იმპერიალისტურ რუსეთზე! უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა!

ჩვენთან ინერციით გრძელდება საბჭოური პროპაგანდა და წარმოდგენები, რომ საბჭოთა კავშირმა/სტალინმა დაამარცხა ფაშიზმი და ნაციზმი, სინამდვილეში ის დაამარცხა მოკავშირე სახელმწიფოთა ამერიკა-ბრიტანეთი-საბჭოეთის ერთობლიმა ძალისხმევამ და ბრძოლამ. მათ გარეშე საბჭოეთი განწირული იყო დამარცხებისთვის.

ღმერთი ჰფარავდეს უკრაინას, საქართველოს და მოკავშირე ქვეყნებს!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე.

კომენტარები