აშშ-უკრაინა

აშშ-ს პირველი ლედი უკრაინაში იმყოფებოდა და ოლენა ზელენსკას შეხვდა

Susan Walsh/AP

აშშ-ს პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი 8 მაისს უკრაინის ქალაქ უჟგოროდში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკაიას შეხვდა.

ბაიდენის ვიზიტი გახმაურებული არ ყოფილა და მედიისთვისაც დახურული იყო. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა. 

"ჯილ ბაიდენი და ელენა ზელენსკაია ეწვივნენ უჟგოროდის სკოლას, სადაც მოინახულეს იძულებით გადაადგილებული პირები უკრაინის ტერიტორიებიდან, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება. პირველი ლედი ბაიდენის ვიზიტი არის უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ" - ნათქვამია განცხადებაში. 

ამჟამად ჯილ ბაიდენმა უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია.

აშშ-ს პირველმა ლედიმ აღმოსავლეთ ევროპის ტური გამართა, სლოვაკეთსა და რუმინეთში ესტუმრა. ორივე ქვეყანაში იგი შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს.

 

კომენტარები