რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ის, რასაც წერ, ჩვენს სახეზე ღიმილს აბრუნებს" – ზელენსკიმ ბრიტანელი მოსწავლის წერილს უპასუხა

12 წლის ბრიტანელმა მოსწავლემ, თომას ჰენდლიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი მისწერა და სკოლაში შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კიევში გაგზავნა.   

მოსწავლე "საუკეთესო პრეზიდენტს" სწერდა, რომ ბედნიერია, რადგან უკრაინას ეხმარება, ასევე, წერილში აღნიშნავდა, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ომის შესახებ სიმართლის თქმის ძალიან ეშინია".

მოულოდნელად, 12 წლის თომასმა უკრაინის პრეზიდენტისგან პასუხი მიიღო.

"ძვირფასო თომას,

მადლობა მხარდამჭერი წერილისთვის. კარგად ვარ, მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში დაბრუნდება მშვიდობა, გვექნება საკვები, თავიდან ავაშენებთ ქალაქებს. ის, რასაც წერილში შენ წერ და რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებს, ჩემი დაბევრი სხვა ადამიანის სახეზე ღიმილს აბრუნებს". - უპასუხა ბიჭს უკრაინის პრეზიდენტმა. 

კომენტარები