მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბოკერია: სააკაშვილის გათავისუფლება პუტინის წარმომადგენელ შიოს უნდა სთხოვო?

არამარტო ოჯახს [მიუმართავს], ამ პოლიტიკურ გუნდში ეს იყო დისკუსიის საგანი. სხვათაშორის, ოჯახის მხრიდანაც შეცდომაა [საპატრიარქოსთვის მიმართვა]. თუ იძახი, რომ პუტინის პატიმარია (მე ამ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ ხოლმე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და მისი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ, მითუმეტეს, თუ ამ ტერმინოლოგიას იყენებ, რომ პუტინის პატიმარია, მაშინ მის წარმომადგენელს, შიო თუ რა ჰქვია, უნდა სთხოვო? ეს აზრს მოკლებულია, იგივეა, რომ პუტინს სთხოვო, გამოუშვი შენი პატიმარიო.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV ფორმულას ეთერში.

კომენტარები