რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

GAZPROM: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებისთვის გამოვიყენებთ

Reuters

Gazprom-ს განცხადებით, გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებებისთვის გამოიყენებენ. 

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის გამოყენება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონების მომარაგებისთვის გადაწყვიტეს. 

"იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საზღვაო გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ გამოიყენება, ასევე,  ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების მომხარებლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისა და გაზიფიაციის რეალიზაციის პროგრამის გათვალისწინებით, გაზპრომმა მიიღო გადაწყვეტილება, აამოქმედოს პროექტი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გამოუყენებელი რუსული სახმელეთო გაზის ტრანსპტიორი შესაძლებლობები ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის რეგიონების გაზმომარაგების განვითარებისთვის". - ვკიტხულობთ განცხადებაში. 

ასევე, განცხადების მიხედვით, თუ გერმანია გადაწყვეტილებას მიიღებს, გაზსადენის მხოლოდ ერთი ხაზის 100%-იანი დატვირთვით ამოქმედება იქნება შესაძლებელი. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.  

კომენტარები