მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე სააკაშვილზე: სიმულიანტობს და ცდილობს, რაღაცნაირად საპატიმროს თავი დააღწიოს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დღეს საერთაშორისო ექსპერტებისა და მედიკოსების ჩართულობა საჭირო არ არის, თუმცა მსჯელობა ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება. ვხედავთ, რომ არის ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზების მცდელობა. და ბუნებრივია, ამ მცდელობაში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევყვებით. სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა. მას ამ ქვეყანაში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. თუმცა, ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. ახლა "სიმულიანტობს" და ცდილობს, "სიმულიანტობის" ხარჯზე რაღაცნაირად საპატიმროს თავი დააღწიოს. ბუნებრივია, ეს გამორიცხულია. აქედანვე შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ვერავითარი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი, ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები