საქართველო-აშშ

დეგნანი: ერთმანეთისთვის ომის პარტიის წოდება საქართველოს არ სჭირდება – ეს რუსეთს ეხმარება

არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. მე ვესაუბრე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. არცერთ მათგანს არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩართვაზე. ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. ახლა საქართველოს ერთად დგომა სჭირდება, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად. ქართველებს შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს ეხმარება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები გაამართლებენ დევიზს – "ძალა ერთობაშია".

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

კომენტარები