რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ SpaceX-ს რუსული ელექტრომაგნიტური ომის შეტევის მოგერიებისთვის აქებს

EPA

აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ილონ მასკის SpaceX რუსული ელექტრომაგნიტური ომის შეტევის მოგერიებისთვის შეაქეს. რუსეთი Starlink-ის სატელიტური სერვისის დაბლოკვას ცდილობდა, რომლის ტერმინალიც უკრაინაში თებერვლის ბოლოს განთავსდა

"რუსეთის შეფერხების მცდელობიდან მეორე დღესვე, Starlink-მა ამოიღო კოდის ხაზი და გაასწორა იგი. რის შემდეგაც, უცებ, ეს [რუსეთის შეტევა] ეფექტიანი აღარ იყო. ტექნოლოგიური პერსპექტივით, ეს ფანტასტიკურია... და იმის ნახვა, თუ როგორ შეძლეს ეს [კოდის ჩასწორება] ჩემთვის თვალისმომჭრელი იყო". - თქვა თავდაცვის მდივნის ოფისის ელექტრონული ომის დირექტორმა, დეივ ტრემპერმა.

ტრემპერის თქმით, აშშ-ს მსგავსი სისწრაფით მოქმედება და "ამ ტიპის შესწორებების" დაუყოვნებლივ შეტანა არ შეუძლია. მათ წინასწარ მომხდარის ანალიზის, გადაწყვეტილების შედარების და სხვა პროცედურების გავლა უწევთ. 

"ჩვენ უნდა შეგვეძლოს ასე სწრაფად რეაგირება. ჩვენ უნდა შევძვლოთ და შევცვალოთ ჩვენი ელექტრომაგნიტური სტრატეგია". - ამბობს ტრემპერი.

აშშ-ს ელექტრომაგნიტური სპექტრის უპირატესობის დირექტორმა, გენერალმა უესლი კლარკმა თქვა, რომ ძველი სისტემების განახლება ელექტრომაგნიტურ ომთან დაკავშირებით საკმარისი არ იქნება, რადგან აშშ-ს უფრო სწრაფი და გამძლე სისტემების შექმნა სჭირდება.

კლარკის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნელობა შემდეგი თაობის მეთოდების ძირითადი კომპონენტები უნდა გახდეს. 

ასევე, ილონ მასკმა TESLA-ს POWERWAL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები უკრაინაში გააგზავნა. მასკის მიერ გაგზავნილი სისტემით მომარაგდება ორი კლინიკა ბოროდიანკასა და ირპინში. შედეგად, კლინიკებს ელექტროენერგიასთან წვდომა მუდმივად ექნებათ.

"გარდა Starlink-ისა, ილონ მასკმა უკრაინაში Tesla Powerwall-ის ბატარეები გამოგზავნა. დღეს ორმა ამბულატორიულმა კლინიკამ ბოროდიანკასა და ირპინში მიიღო მზის პანელები და Tesla Powerwall-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები. ამ მზის პანელებმა და გენერატორებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს ამერიკაში. Powerwall-ის ენერგოსისტემა არის უაღრესად ავტონომიური და უზრუნველყოფს სარეზერვო ენერგიას ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს.

ეს უახლესი ტექნიკა დაეხმარება უკრაინელებს იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ოკუპაციის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ". - წერს Facebook-ზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი. 

კომენტარები