ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია

მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ნგრევა - ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსები, რომელმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. რომ იტყვიან, ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა - ქარხნები, წარმოებები, ინდუსტრიები, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ. 

მათ შორისაა განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება აქტიური მუშაობა - ვმუშაობთ, განათლების მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს. პირველი ჩვენი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები