მე არ მჯერა, რომ პოდოლიაკი ამ პირობებში, როდესაც ამდენი სისხლი და ცრემლი იღვრება და უკრაინის დედაქალაქი იბომბება, ზის და ეკა გიგაურის მოხსენებებს კითხულობს. ეს არის გეგმაზომიერი შეტევა საკუთარ ქვეყანაზე, რასაც ნაცები აწარმოებენ. რეალობა სწორედ არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და ამაში თავისი განცხადებებით პოდოლიაკიც მონაწილეობს.
უკრაინა-საქართველო
ვოლსკი პოდოლიაკზე: ის თავისი განცხადებებით საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს
tbl.ge/5zgd
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსულ ბიზნესს ეხება.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა
- ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას - ზელენსკი საქართველოზე
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით
- ოცნებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა




