ყაზახეთი

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო: ოქტომბერში ОДКБ-ს წვრთნები ჩატარდება

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთი დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მიმდინარე წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.

შეხვედრას სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და ОДКБ-ს გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მიმდინარე წლის ოქტომბერში ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები თავდაპირველად  "ინტერაქცია - 2022-ის“ წვრთნას ჩაატარებენ. შემდგომ სპეციალური სწავლება სადაზვერვო ძალებთან და საშუალებებთან „პოისკი - 2022-სთან“ და ბოლო წვრთნა ლოჯისტიკურ დანაყოფებთან „ეშელონ - 2022-სთან“ ერთად გაიმართება". - წერია განცხადებაში.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაჯიკეთში ცენტრალური აზიის რეგიონის კოლექტიური სწრაფი განლაგების ძალების ერთობლივი წვრთნები "ზღუდე - 2022" ჩატარდება, ხოლო ყირგიზეთში სამშვიდობო ნაწილებთან სამეთაურო-საშტაბო სწავლება "ურღვევი საძმო - 2022“ გაიმართება.

ყაზახეთის მთავრობამ თავდაპირველად ერთობლივი წვრთნები აპრილის შუა რიცხვებში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ დანიშნა. 

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდგომ ОДКБ-ს ძალების შემადგენლობაში ყაზახური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის გამო, საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის, მაულენ აშიმბაევის მიხედვით, ОДКБ-ს წესდების თანახმად, ყაზახეთს სამშვიდობოების გაგზავნა ОДКБ-ს ქვეყნების ტერიტორიის გარეთ მხოლოდ გაეროს მანდატის შესაბამისად შეუძლია. მისი თქმით, ОДКБ-ს ქვეყნების "სამშვიდობო" ძალების გამოყენება მხოლოდ მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

კომენტარები