მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მელია სააკაშვილზე: ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი კალმის მოსმით უზრუნველყოს ევროპული მომავალი

ბოლობოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, თქვენ იცით, მინიმუმ ძალიან კონტრავერსიული ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში.

და როდესაც თქვენ, ჩვენ ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, თქვენ გაქვთ შანსი, უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით. თქვენ შეგიძლიათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ.

არ იქნება ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, თუ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ ასე შორიდან დავაკვირდებით სააკაშვილის სიკვდილს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არსებობს, რა თქმა უნდა, წინაღობები, რასაც ვუმკლავდებით, პუტინის ტყვის მოკლე ვადაში გათავისუფლება არ აღმოჩნდა მარტივი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ დიახაც, უკრაინის მხარე არის მართალი მხარე და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცის, რომ ადამიანი არის პუტინის ტყვე და ჯიუტად აცხადებს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა და ის სიცოცხლისთვის იბრძვის, არც მეტი, არც ნაკლები".

კომენტარები