რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი: რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე პუტინი სცენაზე

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი
Alex Brandon/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი "უკრაინაში მარცხდება" და "უკრაინა იმარჯვებს". ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

"რუსეთი ცდილობდა წაერთმია (უკრაინის) სუვერენიტეტი, ჩამოერთვა დამოუკიდებლობა. ეს ვერ მოხერხდა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალებისა და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება დანარჩენი ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი იქნება სცენაზე".- ამბობს ბლინკენი. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ. ისინი კიევში ჩავიდნენ. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, უკრაინისთვის კი ფინანსური და სამხედრო დახმარება. 

კომენტარები