მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბოკერია: სააკაშვილის პარტიის არათანმიმდევრულობა ხელისუფლებას პროპაგანდაში ეხმარება

სააკაშვილი რომც გადასცენ სამკურნალოდ სხვა ქვეყანას, ამით პრობლემა არსებითად ვერ წყდება, რადგან პოლიტიკური დევნა იმაში ხო არ მდგომარეობს, ვის დევნიან - სისტემა სანამ ასეა აწყობილი, ესაა პრობლემა. ივანიშვილის რეჟიმი ფსიქოლოგიურად სტაბილური რეჟიმი არაა, ეს ადამიანი არაა სტაბილური ფსიქოლოგიურად, ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ზეწოლა არსმოკლებული არაა, ოღონდ, იმედის შექმნა, რომ სანამ ეს რეჟიმი არ დამარცხდება, იქამდე პოლიტიკური დევნა შეწყდება, მათ შორის სააკაშვილის საკითხი გადაწყდება, ან ნებისმიერი სხვა, არასწორი მოლოდინის შექმნაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის სასურველი ვითარებაა დღეს, რომ სააკაშვილი ციხეშია, ამ საკითხს წევენ წინ, ასე ნათლავენ ვითარებას, სააკაშვილის პარტიის არათანმიმდევრული მოქმედებები მათ ეხმარება პროპაგანდაში. თავითავად, ის განცხადებაც, რომ სააკაშვილი გადაეცით დასავლეთს და შევწყვეტთ აქ აქციებსო, აღარ დაგიპირისპირდებით, სააკაშვილიც აღარ ჩაერევა საქმეებშიო, ეს კატასტროფული განცხადებაა, ეს აბნევს ნებისმიერ საერთაშორისო პარტნიორს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ მშვიდობიანად, ან მივიყვანოთ იმ ზღვრამდე, რომ იცოდეს - ახლა იცვლება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძვრები, მათ შორის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები