რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: რუსულ გემებს აშშ-ს პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში შესვლა აეკრძალებათ

The White House

რუსულ გემებს აშშ-ის პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში შესვლა აეკრძალებათ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ, რუსების მფლობელობაში მყოფ ან ყველა ისეთ გემს, რომელსაც რაიმე სახით რუსული ინტერესების გატარებაში იყენებენ, აშშ-ის პორტებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლა ეკრძალებათ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან, კანადასთან და ევროკავშირთან ერთად გადადგა იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს და საერთაშორისო ეკონომიკური სარგებელი ვეღარ მიიღოს". - ამბობს ბაიდენი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები