რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში ოკუპანტები ომისთვის მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ – უკრაინა

Reuters

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ. 

"ოკუპანტების მიზანია, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ოლქის ჰუმანიტარული მხარდაჭერა სრულად შეაჩერონ. მოსახლეობის ტერორი გრძელდება.

ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს - ხალხს უთხრეს, რომ მწვანე დერეფნები აღარ იმუშავებს და დასახლების დატოვება აუკრძალეს. ასევე, გააფრთხილეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მათი პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში დასახლების დაბომბვას დაიწყებენ. ოკუპანტები აგრძელებენ ბინების სემოწმებასა და ჩხრეკას". - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები