რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონბასში უკრაინამ ოკუპანტების თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდო

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების 10 თავდასხმა მოიგერიეს.

"19 აპრილს, გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 10 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ოსტატურად მოქმედების შედეგად რუს ოკუპანტებს ზიანი მიაყენეს". - წერია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა 12 ტანკი, 1 სააერტილერიო სისტემა, 28 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ავტომობილი გაანადგურეს.

რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის ძალებს, მათ რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი Су-34, ვერტმფრენი KA-52, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

კომენტარები