რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინულ ჯარებს დანებებისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00-ზე დანებებისკენ მოუწოდებს

"ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება". - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის 2 საათს აძლევს - მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე.

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.

კომენტარები