რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დანილოვი: რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობა სამ რეგიონში დაიწყეს

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობა სამ რეგიონში დაიწყეს. 

"დღეს, ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტები ცდილობდნენ, გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა". - თქვა დანილოვმა. 

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროები წარმატებით აკავებდნენ მათ და ოკუპანტებმა მხოლოდ ორ ქალაქში შეძლეს შეღწევა. 

"მაგრამ ბრძოლები გრძელდება, ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და აქტიურ ფაზაში გადასვლის მცდელობა დღეს დილიდან დაიწყო". - აღნიშნა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ახლა მიმდინარეობს.მისი კომენტარი მოჰყვა სხვა მაღალი თანამდებობის პირების გაფრთხილებას, რომ რუსეთმა დაიწყო მოსალოდნელი თავდასხმა აღმოსავლეთ რეგიონზე.

მანამდე, ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ "ომის მეორე ეტაპი დაიწყო". იერმაკმა თანამემამულე უკრაინელებს Telegram-ის  მეშვეობით მიმართა - "გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები