რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ომში ჩათვაზე სულ უფრო მეტი რუსი სამხედრო ამბობს უარს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე სულ უფრო მეტი სამხედრო ამბობს უარს. 

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის 150-ე ერთეულში მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფებში კონტრაქტორებს შორის უარის რაოდენობამ პერსონალის მთლიანი რაოდენობის 60-70%-ს მიაღწია.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობას მალავს, რისთვისაც ცხედრებს როსტოვის ოლქის მორგში აგროვებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები