რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 17 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელ სამხედროს გადააქვს ჯაველინის სარაკეტო სისტემა ფრონტის ხაზზე, ჩრდილოეთ კიევის რეგიონში, უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი
REUTERS/Gleb Garanich

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის გენერალური შტაბის უარყოფის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, მარიუპოლის პორტი აიღეს. რუსეთისა და DNR-ის ძალებმა 16 აპრილს გაავრცელეს კადრები, რაც მათ პორტში ყოფნას ადასტურებდა. უკრაინის ქვედანაყოფები რჩებიან მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მიღმა, თუმცა, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალები დაამარცხებენ მათ. ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის ქვედანაყოფენს კაპიტულაცია აიძულონ, თუმცა უკრაინის სამხედრო ძალები ბრძოლას განაგრძობენ. რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, მარიუპოლის აღებას მომავალ კვირას დაასრულებენ, მაგრამ  რუსეთის სამხედრო ძალების ამჟამინდელი მდგომარეობით აგრესიული თავსხმების წარმოება რთული იქნება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაბალი ხარისხის მარიონეტული წვრთნების ჩატარება განაგრძეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის მიმართულებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ტერიტორიების დაკავება ვერ მოახერხეს. ოკუპანტებს მორალური და მარაგის პრობლემები აღენიშნებათ და, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აგრესიული თავდასხმები განახორციელონ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიანმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის დაწყებას არ ჩქარობენ. ამასთან ერთად, ოკუპანტები ლოკალიზებულ თავდასხმებს და, სავარაუდოდ, ორგანიზებული ბრძოლის წარმოებას ვერ შეძლებენ.

  • უკრაინის გენერალური შტაბის უარყოფის მიუხედავად, 16 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის პორტი დაიკავეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით აზოვსტალის ქარხნის აღებას ცდილობენ, თუმცა უკრაინის ქვედანაყოფები წინააღეგობის გასაწევად მზად არიან.
  • ვაგნერ ჯგუფის ფინანსისტი, ევგენი პრიგოჟინი, აღმოსავლეთ უკრაინაში ვაგნერის ჯგუფისთვის ახალწვეულების დაქირავებისა და დაფინანსების კოორდინაციას ცდილობს.
  • რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებდნენ ფორმირებას იზიუმის გარშემო, მაგრამ შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა (GUR) 16 აპრილს განაცხადა, რომ კრემლი  რუს და მარიონეტ ოფიცრებს უკრაინაში წარუმატებელი ოპერაციების ჩატარების გამო აპატიმრებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის მე-3 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურები შეჭრის დასაწყისში 100%-ით იყვნენ დაკომპლექტებული, როდესაც მას რეალურად ჰყავდა პერსონალის მხოლოდ 55% და ბრიგადის ორი ბატალიონის მეთაური დააკავეს. GUR ასევე იტყობინება, რომ FSB-მა დააკავა DNR თავდაცვის სპიკერი, ედუარდ ბასურინი მისი "უყურადღებო განცხადების"  გამო, რაც მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნას გულისხმობდა.

კომენტარები