ირანი

რაისი ისრაელს: ირანის წინააღმდეგ სულ მცირე ნაბიჯიც და თქვენს გულს მიზანში ამოვიღებთ

ებრაჰიმ რაისი

ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთხელ შეფეხერხების ფონზე, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ისრაელს ემუქრება

"სიონისტურო რეჟიმო, უნდა იცოდე... თუ ჩვენი ერის წინააღმდეგ სულ მცირე ნაბიჯსაც გადადგამ, ჩვენი შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ სიონისტური რეჟიმის გულს". – თქვა რაისიმ არმიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ სამხედრო პარადზე. 

ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მიზანია 2015 წლის შეთანხმების აღდგენა, რომლის მიხედვითაც ირანს შეუმსუბუქდება სანქციები, სანაცვლოდ კი თეირანი საკუთარ ბირთვულ პროექტს შეზღუდავს, რათა ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შეძლონ. 

2015 წლის ბირთვული შეთანხმება ფაქტობრივად უფუნქციო მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, აშშ-მ მისი დატოვება გადაწყვიტა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ს იმდროინდელი პოზიციით, ბირთვული შეთანხმება ვერ აჩერებდა ირანის მუშაობას ამ ტიპის იარაღზე და ეს უკანასკნელი პირობებს არღვევდა. 

2021 წელს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, ქალაქ ვენაში ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყო

ისევე როგორც 2015 წელს, ახლაც, ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია ისრაელი. ისრაელი თვლის, რომ მსგავსი შეთანხმებები ირანს ხელებს გაუხსნის საკუთარ ბირთვულ პროექტზე საიდუმლოდ სამუშაოდ. 

ისრაელი, ახალი შეთანხმების გაფორმების შემთვევაშიც, ირანის ბირთვულ ობიექტებთან მიმართებაში მოქმედების თავისუფლებას იტოვებს.

კომენტარები