ეკონომიკის სამინისტრო

ღარიბაშვილი: ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება

საქართველოს მთავრობა

ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეაბილიტაცია წელსვე ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას, რადგან, არსებული შენობის მდგრადობა, პრემიერის თქმით, "დიდი გამოწვევაა".

კომენტარები