ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, ამ პროექტსაც დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის [გომელაურის] იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს. პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ას დოლარს გადაიხდიან, ეკვივალენტი ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს დამატებით მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის.
tbl.ge/5yqt
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. 2009 წელს ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას სახელი გადაერქვა და მას მოკლული რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.
ამავე თემაზე
- მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს "ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან" საბრძოლველად
- კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება
- კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი
- მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია
- კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა