მთავრობის სხდომა

1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

1 ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა.

ამ დროისთვის დახმარების ოდენობა 100 ლარია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სიახლე 215 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება.

"ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი, დღეს კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ასევე, ეს დახმარება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს. ბავშვებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა" - ამბობს ღარიბაშვილი.

კომენტარები