ძალის გადამეტება

საგამოძიებო სამსახური: ჭიათურაში დაკავებული პირის გადმოხტომის ფაქტზე გამოძება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეოჩანაწერები". - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს და სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე გამოძიებაში ს.ჭ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას.

"საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები