NATO-რუსეთი

რუსი ადმირალი: ბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნების დროს მათი გემები მიზანში გვექნება ამოღებული

რუსი ადმირალი ვლადიმირ ვალუევი

რუსი ადმირალი და რუსეთის ბალტიის ფლოტის ყოფილი მეთაური (2001-2006 წლებში), ვლადიმირ ვალუევი ამბობს, რომ ბალტიის ზღვაში ჩატარებული NATO-ს წვრთნების განმავლობაში მათი გემები მიზანშე ექნებათ ამოღებული.

"NATO-ს წვრთნების მიზანია მოკავშირეების სიძლიერისა და ერთიანობის ჩვენება. თუმცა, [რუსეთის] ბალტიის ფლოტს აქვს საკმარისი სანაპირო კომპლექსები და საზღვაო შემადგენლობა, რომ წინააღდეგობა გაუწიოს საფრთხის გაჩენას. მიმდინარეობს დაზვერვა ყველა საშუალებით. აგრესიული გეგმების გაჩენის შემთხვევაში, ყველა სამიზნე ამოღებული გვექნება". – თქვა ადმირალმა ვალუევმა. 

აქამდე, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს SNMG1 ჯგუფის (NATO-ს 1-ელი მუდმივი საზღვაო ჯგუფი) ხომალდები, ჩასატარებელი წვრთნების ფარგლებში, ბალტიის ზღვაში შევიდნენ. 

წვრთნების მიზანი არის რეგიონში NATO-ს მოკავშირეების საზღვაო ძალების ყოფნის ჩვენება და ესტონეთის ფლოტთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება. 

კომენტარები