უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

"პატრიოტი იყო ჩემი შვილი და ეს დაამტკიცა" – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დედა

"პატრიოტი იყო და დაამტკიცა ჩემმა შვილმა, რომ იყო პატრიოტი" - ამბობს უკრაინაში დაღუპული საქართველო მებრძოლის, 21 წლის ნიკა შანავას დედა. 

ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. მათი ცხედრები თბილისში 15 აპრილის დილით ჩამოასვენეს. დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდები იმართება, ხოლო კვირას, 17 აპრილს ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

"უკრაინაში რომ მიდიოდნენ [ნიკა შანავა და მისი უმცროსი ძმა], მათ სჯეროდათ, რომ მიდიოდნენ აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, რომ ეს ბრძოლა გავლენას იქონიებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზეც" - ამბობს დაღუპულის ნათესავი, სალომე ვეფხვაძე.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.

კომენტარები