ახმეტელის მეტრო

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარევაჭრობა

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

კალაძემ მუშაობის დაწყება დაავალა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და გლდანის რაიონის გამგებელს. მისივე თქმით, "კარგი იქნებოდა", თუ საქმეში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძეც ჩაერთვება. 

"დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან და ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ მოხდეს ამ ადმიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ნორმალური პირობებში მიეცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება".- თქვა კალაძემ 

კალაძემ მის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მეტროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობაც დაავალა. 

კომენტარები