თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. მგზავრებს შეუძლიათ, რომ მხოლოდ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმგზავრონ. 

შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

კომენტარები